ევროპარლამენტარები: მკაცრად ვგმობთ, საქართველოს ხელისუფლების მოუმზადებლობას
პოლიტიკა - 14:11, 07 Jul, 2021     907

ევროპარლამენტარები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.

ისინი გმობენ ძალადობას, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელდა, რასაც შემდგომში ღირსების მარშის გაუქმება მოჰყვა.

განცხადებაში, რომელიც 5 ივლისის მოვლენებს ეხმაურება და რომელსაც ხელს აწერენ მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი. საუბარია ხელისუფლების მოუმზადებლობაზეც.

"სამწუხაროდ, საქართველოს ხელსუფლებამ და რელიგიურმა წარმომადგენლობამ ხმამაღლა და ცხადად არ დაგმო ჰომოფობიური რიტორიკა ღირსების მარშის წინ. მკაცრად ვგმობთ, საქართველოს მთავრობის მოუმზადებლობას, უზრუნველყო უსაფრთხოება შეკრებაზე, რომელიც ეძღვნებოდა ტოლერანტობას.

როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, ლგბტქ+ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრება.

საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად გააჟღერა განზრახვა, განაცხადი გააკეთოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე. ჩვენ გვსურს, შევახსენოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობებით, რომელიც ცნობილია როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმები, კანდიდატ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დემოკრატიის გარანტორი ინსტიტუციების სტაბილურობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების პატივისცემა და დაცვა", — აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42