სადაზღვევო კომპანია ალდაგმა კომპანია Marine Shipping & Forwarding-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:02, 07 Jul, 2021     11050


სადაზღვევო კომპანია ალდაგმა სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანია Marine Shipping & Forwarding-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო, რაც გადამზიდავი კომპანიებისთვის კიდევ გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზებას გულისხმობს.

ამ პარტნიორობის ფარგლებში ბათუმის ფილიალში ალდაგმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა, სადაც საუბარი იყო ტვირთებისა და გადამზიდავი კომპანიების პასუხისმგებლობის დაზღვევაზე. შეხვედრის მიზანი იყო დაზღვევის როგორც მიმდინარე, ასევე ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რათა მოხდეს პარტნიორი კომპანიებისათვის უკეთესი პირობების შეთავაზება და ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა.

Marine Shipping & Forwarding-ი ბაზარზე 11 წელზე მეტია ოპერირებს. ქვეყნის მასშტაბით კომპანია წარმოდგენილია სამი ფილიალით, ხოლო სომხეთში 1 ფილიალით. კომპანია საერთაშორისო ორგანიზაციების Marco Polo & GLA Family-ს წევრია.

„10 წელიწადზე მეტია წარმატებით ვთანამშრომლობთ სადაზღვევო კომპანია ალდაგთან. ვსარგებლობთ არაერთი სადაზღვევო პროდუქტით, მათ შორისა გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევა, კონტეინერების ძარის, თანამშრომლების ჯანმრთელობის, კომპანიის ბალანსზე არსებული მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ტვირთების დაზღვევები. ზოგადად ეს დარგი, სწორ დაგეგმვას და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს, სწორედ ამიტომ ვირჩევთ ალდაგს, რათა მაღალი ხარისხით შევძლოთ მომსახურების გაწევა ჩვენი პარტნიორებისა და დამკვეთებისთვის,“ - განაცხადეს კომპანია Marine Shipping & Forwarding-ში.

Marine Shipping & Forwarding-ი პარტნიორ კომპანიებს სთავაზობს როგორც შიდა ასევე საერთაშორისო გადაზიდვებს სარკინიგზო, საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო გზით, ასევე სასაწყობე, საბაჟო და საბროკერო მომსახურებას.

ალდაგი კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით წამყვანი კომპანიაა საქართველოში. 2021 წელს მან მიიღო საქართველოში ბიზნესის საუკეთესო მზღვეველი კომპანიის სტატუსი გლობალური გამოცემა Global Banking&Finance Review-სგან. მხოლოდ 2020 წელს კორპორატიული კლიენტებისთვის ალდაგს 65 მილიონი ლარი აქვს ანაზღაურებული. ალდაგის საერთაშორისო პარტნიორებს შორის არიან მსოფლიოში უმსხვილესი გადამზღვევი კომპანიები, HANNOVER RE, TRANS RE, SWISS RE, Generali, Zurich, AXA XL, AIG და LLOYD’S OF LONDON.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42