საზოგადოებრივი მოძრაობა "ერის“ ლიდერი, ლევან ვასაძე, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და მოუწოდებს "სახელმწიფოს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა მოახდინოს ლოკალიზება და გაყვანა პარლამენტის წინა ტერიტორიიდან ამ რადიკალების, სექსუალური ჯგუფების, მათი მხარდამჭერი უნამუსო პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ,
მისივე განცხადებით, გუშინ იყო მიზანმიმართული პროვოკაცია და ქვეყანაში არეულობის შეტანის მცდელობა სექსუალური უმცირესობებისა მათი დამფინანსებლების მხრიდან, რასაც მოჰყვა სამწუხარო შედეგები.
როგორც ვასაძემ აღნიშნა ლგბტ თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა გუშინ განვითარებული პროცესები არ იკმარეს და დღეს დაპირისპირების კიდევ უფრო მეტ ესკალაციას ცდილობენ.
"გრძელდება განსაცდელი ყოველი მხრიდან. სანამ მე აქ ამ ჩემს დაავადებასა და დიაგნოსტიკას ვებრძვი და უფლის იმედად ვარ, ჩემს სამშობლოში დიდი განსაცდელის ჟამი დადგა. გუშინ, 5 ივლისს, მიუხედავად საზოგადოებისა და ეკლესიის არაერთი მოწოდებისა, იმიტომ, რომ თავის დროზე, როგორც ჩვენ შევთავაზეთ, ხელისუფლებამ არ გააუქმა ეს უმსგავსო ღონისძიება, მოხდა ის, რაც მოხდა და ჩემი შეფასება არის, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია სექსუალური რადიკალებისა და მათი დამფინანსებლების, ჩვენი სახელმწიფოს არევისა. ამ პროვოკაციას მოჰყვა სამწუხარო შედეგები და დღეს და გუშინ მთელი ლიბერალური მანქანა აწკავწკავდა და აღმუვლდა და ერს უწოდა ძალადობრივი ჯგუფები. ერის ნებას უწოდა რაღაც მარგნალური და რადიკალური, როცა ისინი თვითონ არიან ამდენი წლის განმავლობაში მოძალადეები ქართველი ერის ყოფაზე, ფსიქიკაზე, გრძობებზე. მათ სინამდვილეში არ ადარდებდეთ არანაირი ძალადობა, რომელიც ერის წინააღმდეგ არის მიმართლი. ისინი ატყუებენ ჩვენს ახალგაზრდებს, ითრევენ მათ ფლიდ იდეოლოგიაში, თავისუფლებისა და ე.წ გამოხატვის თავისუფლების დროშებით დაღუპვისკენ მიჰყავთ ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილი, რომლებიც გულუბრყვილოდ უჯერებს მათ და ჰგონია, რომ ის არის თავისუფლება და ისინი არ არიან მოძალადეები. მათ ეს არ იკმარეს და მეორე დღეს ცდილობენ კიდევ უფრო მეტი ესკალაცია მოახდინონ ამ დაპირისპირებისა. დაანონსეს რაღაც უმსგავსო აქცია, იკრიბებიან და ამ გაწვალებულ, გაღიზიანებულ ერს ყველაფერს უშკეთებენ, რომ გამოიწვიონ ის, რათა მერე დააბრალონ მათ რადიკალიზმი, რომლის მატარებლებიც სინამდვილეში თვითონ არიან. არავითარი გამართლება მათ ამ საქციელს არ აქვს და მე მესმის რაოდენ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი სახელმწიფო. ყველა, ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, მოწოდებულია იქითკენ, რომ ავიცილოთ თავიდან ამ ლიბერალ-რადიკალების მხრიდან სახელმწიფოს დესტაბილიზაციის მცდელობა. ამ მოწოდებებს უკან უდგას ცინიკური გეგმა ჩვენი სახელმწიფოს არევისა, და კიდევ ერთი ლიბერალური, ან გადატრიალებისა, ან რევანშისა. ჩვენი ერი ვერასდროს ვერ შეეგუება უზნეობის აღლუმს, რა დროშების ქვეშაც არ უნდა იმალებოდეს ის,“- განაცხადა ვასაძემ.
მასალის გამოყენების პირობები