მიუღებელი და დაუშვებელია ჟურნალისტებზე ძალადობა - კომუნიკაციების კომისია
პოლიტიკა - 20:08, 06 Jul, 2021     807

კომუნიკაციების კომისია მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას გმობს და სპეცილურ განცხადებას ავრცელებს.

"ნიუპოსტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"კომუნიკაციების კომისიისთვის მიუღებელია 5 ივნისს მედიის წარმომადგენლებზე მომხდარი ძალადობისა და თავდასხმის ფაქტები, რა დროსაც 50-ზე მეტმა ჟურნალისტმა, ოპერატორმა და ფოტოგრაფმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანებები. ფიზიკური ძალადობის გარდა, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მუქარას და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას. მედიის წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა შეესრულებინათ პროფესიული მოვალეობა, მიუხედავად ამისა, მათ საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად მოახერხეს საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია.

კომუნიკაციების კომისია გმობს ყოველგვარ ძალადობას და აგრესიას, მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე არაერთი საერთაშორისო კონვენციით.

ცნობილია, რომ მომხდართან დაკავშირებით შესაბამისმა უწყებებმა უკვე დაიწყეს გამოძიება, ახლა სწორედ სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უნდა მოხდეს ყველა პირის იდენტიფიცირება და დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაპოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, აგრესია და სიძულვილის ენა," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42