საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გარკვეულ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი.
როგორც სირაძე აცხადებს, მოხდა 4 ადამიანის ტერიტორიიდან გაყვანა, მათ შორის დაკავებულია ერთი პირი რომელმაც მედიის წარმომადგენელზე იძალადა:
"პოლიცია დღეს ადგილზე მობილიზებულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, როგორც აღვნიშნეთ მოხდა გარკვეული ინციდენტი, რაზეც პოლიციამ მოახდინა მყისიერი რეაგირება. ამ ეტაპზე 4 პიროვნება არის შემთხვევის ადგილიდან გაყვანილი. გავერკვევით დეტალებში. დაკავებულია მათ შორის ის პირი, რომელმაც განახორციელა ძალადობრივი ქმედება მასმედიის წარმომადგენლის მიმართ. შსს ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს სიტყვის და გამოხატვის უფლება თითოეული მოქალაქის და ასევე ჩართულები ვართ მთელი ძალებით, რომ არ მოხდეს რაიმე სახის დაპირისპირება ან ძალადობა," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები