იმას, ვინც სუსტებს, ბავშვებს, ქალებს, ჟურნალისტებს სცემს ჯოგურად, არც ეროვნება აქვს, არც წარმომავლობა, არც რწმენა და არც ღირსება - ჯაფარიძე
პოლიტიკა - 16:26, 06 Jul, 2021     1036

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ძალადობრივი ჯგუფების მიერ განხორციელებულ თავდასხმების შესახებ წერს და საზოაგდოებას დღევანდელ მდუმარე აქციაზე დასწრებისკენ მოუწოდებს:

"ჩვენ შეიძლება ბევრ რამეზე ვიკამათოთ

ვიკამათოთ რამხელა უნდა იყოს გადასახადები, როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა, რომელი პარტია სჯობს და რანაირად უნდა ვუშველოთ მართლმსაჯულების სისტემას

მაგრამ ის ხალხი ვინც ვთანმხდებით ელემენტარულზე

რომ სუსტის ცემა ჯოგურად ნაბიჭვრობაა

რომ ქალის ცემა ჯოგურად ნაბიჭვრობაა

რომ ბაშვების ცემა იმის გამო რომ ტატუ აქვს, ან გრძელი თმა აქვს, ან საყურე უკეთია ნაბიჭვრობაა

რომ ტურისტის დაჭრა იმის გამო რომ გარეგნობაში რაღაც არ მოგეწონა ნაბიჭვრობაა

რომ ჟურნალისტების და ოპერატორების ჯოგად დევნა და ცემა ნაბიჭვრობაა

რომ ესაა ელემენტარული ცივილიზებული წესები

გაცილებით მეტნი ვართ ამ ქვეყანაში!

გაცილებით!

ჩვენთ ვართ ამ ქვეყანაში უმრავლესობა!

ჩვენთ ვართ მართლა ქართველები!

ჩვენ ვართ მართლა კავკასიელები!

ჩვენ ვიცავთ მართლა ტრადიციებს!

ჩვენ ვართ მართლა ქრისტიანები!

და ჩვენ ვართ ის ვისაც მართლა სწამს იმის რასაც იესო ქადაგებდა!

იქით არიან ორკები

იმას ვინც სუსტებს, ბავშვებს, ქალებს, ჟურნალისტებს სცემს ჯოგურად არც ეროვნება აქვს, არც წარმომავლობა, არც რწმენა და არც ღირსება

ესაა უსახო ველური ჯოგი, რომელიც საუკეთესო რუსულ ტრადიციებში ეფარება ყველაფერ იმას რაც ჩვენთვის მართლა ძვირფასია და ძალადობს

ესაა დღევანდელი ოცნების, საპატრიარქოს და კრიმინალური სამყაროს სიმბიოზი

ესენი გვმართავენ დღეს

მაგრამ აქეთ მეტნი ვართ!

არ შეგეშინდეთ!

არ დაიჯეროთ რომ ბევრნი არიან!

არ დაუთმოთ ამათ ეს ქვეყანა!

აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს!

დღეს, 20.00 საათზე, პარლამენტის წინ" - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42