ენმ-ს დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ფარსი უწოდა და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რეალურად „კლანის" წევრების კანდიდატურებს განიხილავენ:
„ამდენი ხნის მანძილზე ვხედავდით მოწოდებებს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი საერთოდ უნდა გაჩერდეს ნაცვლად იმისა, რომ ჩატარდეს პროცესი, რომელიც მაინც „კლანის" წევრებს გაამწესებს უვადოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად. ამიტომ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ვთვლით, რომ ძალიან მალე ხელისუფლება შეიცვლება და შემდეგ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან ერთად განვახორციელებთ რეალურად, ფუნდამენტურ სასამართლო რეფორმას, რომელიც კეთილსინდისიერ და დამოუკიდებელ მოსამართლეებს მოგვცემს და არა „კლანის" წევრებს, რომელთა კანდიდატურის განხილვა ახლა ხდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე,"- განაცხადა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები