აფთიაქების მიმართ სანქციები გამკაცრდება
სამართალი - 15:15, 19 Dec, 2013     1859

პირველივე ჯერზე მოხდება აფთიაქის მფლობელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და სააფთიაქო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა მინიმუმ 10 წლით. აღნიშნული კანონპროექტი მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე წარადგინა. შსს-მ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის განხილვა მოხდა როგორც ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში, ასევე, სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. მთავრობის სხდომაზე შსს-ს მიერ წარმოდგენილი პაკეტი წარმოადგენს საბოლოოდ შეჯერებულ ვარიანტს, გათვალისწინებული წინადადებებითა და შენიშვნებით.

კანონპროექტის მიზანია კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკების მოხმარების აღმოფხვრა და ლეგალური სამკურნალო საშუალებების არალეგალურ არხებში გადინების პრევენცია. 2009 წლიდან ფიქსირდება კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების (დეზომორფინი („ნიანგი“, „კრაკადილი“) და ამფეტამინები (ე.წ. „ვინტის“ და „ჯეფის“)) მოხმარების მკვეთრი ზრდა საქართველოში. მათ დასამზადებლად საჭირო უმთავრესი ქიმიური ნივთიერებების შეძენა ადვილად არის შესაძლებელი აფთიაქში, მზა ფარმაცევტული პროდუქტის - კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი კომბინირებული საშუალებების სახით.

აღნიშნული კომბინირებული საშუალებების აფთიაქებიდან გაცემა უნდა ხორციელდებოდეს „ფორმა N2“ რეცეპტის საფუძველზე, თუმცა ეს წესი უმეტეს შემთხვევებში უხეშად ირღვევა. ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის, ისევე როგორც აღნიშნული უწყებების მინისტრების ერთობლივი ბრძანების საფუძველზე 2013 წლის 16 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე 27 აფთიაქში განხორციელებულმა ერთობლივმა ინსპექტირებამ გამოავლინა, რომ „ფორმა N2“ რეცეპტის გარეშე, კანონმდებლობის დარღვევით, გაცემულია 3 447 946 ერთეული (აბი) კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატი. აღნიშნული შეადგენს აფთიაქების მიერ სრულად გაცემული კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების რაოდენობის 99,99%–ს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42