"ხელისუფლება წლების მანძილზე ახალისებს სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს" - DRI
პოლიტიკა - 10:45, 06 Jul, 2021     763

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) ღირსების მარშის კონტრაქციის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ქვეყნის ხელისუფლება წლების მანძილზე ახალისებს ძალადობას და მას ხაზგასმით ლოიალური დამოკიდებულება აქვს სტრუქტურული ერთობის მქონე სიძულვილის ჯგუფების მიმართ:

"ღირსების მარშთან დაკავშირებულ მოვლენებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ არათუ უარი უთხრა თბილისი პრაიდს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე, არამედ დანაშაულებრივი უმოქმედობით და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებით პირდაპირ წაახალისა რადიკალური ჯგუფები, გამოეყენებინათ ძალადობა ჟურნალისტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ლგბტ თემის, მოქალაქეების წინააღმდეგ.

ქართული ოცნების პოლიტიკური ხელისუფლების ხაზგასმით ლოიალური დამოკიდებულება სტრუქტურული ერთობის მქონე სიძულვილის ჯგუფების მიმართ, რაც წლების მანძილზე გამოიხატებოდა მათ მიერ ჩადენილი ძალადობის არაერთი ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვებაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა 5 ივლისს, როდესაც ხელისუფლებამ დემონსტრაციულად თქვა უარი, გამოეყენებინა კანონით ნებადართული საპოლიციო ღონისძიებები კარგად ორგანიზებული ძალადობის აღსაკვეთად.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების საფუძველზე, ძალადობრივ ჯგუფების მობილიზება დაუფარავად და რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, შსს-ს მიერ უკიდურესად მცირერიცხოვანი საპოლიციო ძალების მობილიზებამ აჩვენა, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური ხელისუფლების განზრახვას არ წარმოადგენდა ძალადობის აღკვეთა. აღნიშნული განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება იმის გათვალისწინებით, რომ მაშინაც კი, როდესაც დღის განმავლობაში ძალადობის მასშტაბი იზრდებოდა - ძალადობრივი ჯგუფები არბევდნენ ოფისებს, პირდაპირ ეთერში ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებზე, თავს ესხმოდნენ ქუჩაში გამვლელებს - ხელისუფლებას არ გამოუყვანია დამატებითი საპოლიციო ძალები ძალადობრივი შეკრების დასაშლელად და ძალადობის აღსაკვეთად.

პოლიციის უმოქმედობა ძალადობის უშუალო ფაქტებზე, ნათლად მიუთითებს როგორც არასაკმარისი საპოლიციო ძალის მობილიზაციაზე, ასევე, სათანადო პოლიტიკური ნების არარსებობაზე, დაეკავებინათ ძალადობის უშუალო და მარტივად იდენტიფიცირებადი მონაწილეები.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი თვლის, რომ:

· პრემიერ-მინისტრის განცხადებამ წაახალისა რადიკალური ჯგუფები, გამოეყენებინათ ძალა ჟურნალისტებისა და ღირსების მარშის მონაწილეების წინააღმდეგ, რაც მას აკისრებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას

· იმის გათვალისწინებით, რომ რადიკალური ჯგუფების შეკრება დიდი ხნით ადრე იყო დაანონსებული, მას არ ჰქონდა სპონტანური ხასიათი და შსს-ს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დემონსტრაციულად მისცა მათ ძალადობის შესაძლებლობა, შსს მინისტრს უნდა დაეკისროს პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი თვლის, რომ აუცილებელია

· სათანადო საპოლიციო ძალების მობილიზაცია სტრუქტურირებული რადიკალური ჯგუფების ძალადობის აღსაკვეთად

· რადიკალური ჯგუფების დამფინანსებლების და ორგანიზატორების დაუყოვნებლივ იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება

· ჟურნალისტებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე და მოქალაქეებზე თავდასხმაში მონაწილე პირების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება

· ლგბტ თემის წევრების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედია საშუალებების წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42