"წმინდა ნიკოლოზი დიდი სასწაულმოქმედია, მას ხალხის დახმარების, ღვთის მიერ ბოძებული, დიდი ძალა გააჩნია.
არ არსებობს ადამიანი, რომელიც გაჭირვების ჟამს სთხოვს მას დახმარებას და არ დაეხმაროს. წმინდა ნიკოლოზი მე-4 საუკუნეში ცხოვრობდა. ის იყო პირველი მსოფლიო კრების წევრი. წმინდა ნიკოლოზის მთელი ცხოვრება სასწაულებრივი იყო.
წმინდა სინოდმა გადავწყვიტეთ, რომ ვთხოვოთ წმინდა ნიკოლოზს ჩვენი ეკლესიის და ერის მფარველი იყოს. ჩვენი თავი წმინდა გიორგისაც შევავედრეთ. წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება რომ წაიკითხოთ, ნახავთ, რამდენი სასწაული აქვს გაკეთებული.
ის ყველას ეხმარება. შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს გადმოხედოს თავის სამწყსოს საქართველოს და ეკლესიას. ხილული და უხილავი მტრებისგან გვიხსნას. გაამთლიანოს საქართველო. წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებით გაჭირვებულებს ეხმარება.
ვისაც გექნებათ საშუალება გაჭირვებულებს დაეხმარეთ და წმინდა ნიკოლოზი თქვენ დაგეხმარებათ", – ბრძანა უწმინდესმა.
მასალის გამოყენების პირობები






