პოლტიკოლოგი გია ნოდია დღეს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
"როგორ შეიძლება დღევანდელი საშინელების კვალიფიკაცია? არსებობს მოძალადე „სიძულვილის ჯგუფები“, მაგრამ ისინი ყველგან არსებობენ. მათი გინება უაზრობაა. რომ ვუყურებ, შესაცოდები არიან, ჩვენ რომ არ ვიყოთ უფრო შესაცოდები, – ამბობს იგი და აღნიშნავს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება:
“ზოგადი ლაპარაკი განათლებაზე, ბავშვთა ფეხბურთზე და მისთანა გრძელვადიან გადაწყვეტებზე ახლა უადგილოა. რაც გინდა განათლების სისტემა გქონდეს, რამდენიმე ასეული ჯეელი, ვისაც ვიღაცის ცემა უნდა, ყოველთვის გამოძვრება. ვასაძისნაირი განათლებულებიც ყოველთვის მოინახებიან, ვინც ამას გაამართლებს. განათლება ყველა პრობლემას არ წყვეტს.
პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებაზეა. მისთვის ყველაზე რბილი შეფასებაა, რომ სიტუაცია კონტროლიდან გაექცათ. მაგრამ დღეს მთავრობაზე იმის თქმა, რომ უნიათოა, უკვე პრომთავრობული პროპაგანდაა (თუ ამდენად უნიათოები არიან, ამდენ ხანს როგორ შემორჩნენ? ან ამის შემდეგ როგორ უნდა დარჩნენ?)
ეს გაცილებით უფრო გავდა ხელისუფლების დაგეგმილ სადამსჯელო ოპერაციას ქართული სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. დღეს სამიზნე ძირითადად ჟურნალისტები აღმოჩნდნენ, თუმცა სამიზნე უფრო ფართოა. „ღირსების მარში“ სინამდვილეში საბაბია, რომელსაც მთავრობა თავისთვის მომგებიანად მიიჩნევს. რაკი ასეთ შავ საქმეს მთლად თვითონ ვერ აკეთებენ, ამ გაუგებარ მუტრუკებს იყენებენ – ფაქტობრივად, სამოქალაქო დაპირისპირების წახალისებას ახდენენ.
ბიძინამ მოსვლისთავანავე ნათლად გვითხრა, რომ „ასავალ-დასავალია“ მისი საყვარელი გაზეთი, რომ მათი პოზიციაა მისი პოზიცია. არავინ თქვას, რომ გაფრთხილებული არ იყო”,- წერს გია ნოდია.
მასალის გამოყენების პირობები