მედიასაშუალების ხელმძღვანელები ცოტა ხნის წინ აშშ-ს ელჩს შეხვდნენ. მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, შეხვედრაზე ერთ მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდნენ, რომ ძალადობა უნდა დაისაჯოს.
"ვიყავით სხვადასხვა გემოვნების, ტემპერამენტის, განსხვავებული ორიენტაციის მედიები, მაგრამ შევთანხმდით ერთზე და უმთავრესზე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, ასე გაგრძელდება არ შეიძლება. ძალადობა უნდა დაისაჯოს, ვის მიმართაც არ უნდა იყოს მიმართული", - ამბობს იგი.
ფორმულას დირექტორი, ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორი კარგადაა ინფორმირებული მიმდინარე მოვლენებზე.
"მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მადლობა ქალბატონ ელჩს, რომ დღესვე გამონახა დრო და ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. კარგი ისაა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არის კარგად ინფორმირებული იმ მოვლენებზე, რაც ხდება და პრინციპში იქ შეკრებილი მედიის წარმომადგენელი იყო ერთ აზრზე და ყველა, ბუნებრივად, გმობს იმ ძალადობრივ ქმედებს, რაც იყო განხორციელებული", - ამბობს გუმბარიძე.
მასალის გამოყენების პირობები