მეუფე შიო: ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ, ვფიქრობთ, დროა ერთად დავიწყოთ ფიქრი, რათა კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება
საზოგადოება - 19:55, 05 Jul, 2021     1517

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას განაცხადა, რომ იმისათვის, რომ ძალადობის შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული, კანონმდებლობაში უნდა აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის მცნება.

„დღეს ჩვენს ერს აქვს განსაცდელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე. რისი მცდელობაც იყო დღეს და ვხედავთ როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენს ქვეყანაში, ეს არის მცნებების აღრევა. ცდილობენ, სოდომურ ცოდვას უწოდონ სიკეთე და ღირსება. ამას ჩვენი ერი და ეკლესია ვერასდროს შეეგუება. ეს არის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია, რომ ერი დააშორეს ღმერთს, ჩვენს ტრადიციებს, ეკლესიას და მოხდეს მისი გადაგვარება. ამიტომ ვართ დღეს ასე გაერთიანებულნი. თუ უმცროსი თაობა დაიჯერებს ამას, ეს არის საწინდარი ერის გადაშენების და მოსპობის. ამ ცოდვის გამო არაერთი დიდი ერია გადაშენებული და ძლევამოსილი ადამიანი დაღუპულა. ვევედრებით უფალს, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს არასოდეს არ მოხდეს.

რამდენჯერაც იქნება მცდელობა მსგავსი ღონისძიების ჩატარების, ჩვენი ერი ყოველთვის გამთლიანდება ამის წინააღმდეგ. ჩვენ ოცი საუკუნეა ამ სიწმინდისთვის თავს ვდებდით და ასე გაგრძელდება. ვწუხვართ, რომ იყო გადაცდომები, არაკორექტული ქმედებები და გადაცდომები, დაზიანდა რამდენიმე ადამიანი. ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ ვაფრთხილებდით ამ ღონისძიების მონაწილეებს.

ჩვენ ეკლესიის სწავლებით, ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანებს ვეხმარებით, მაგრამ ვერასდროს შევეგუებით ცოდვის ნორმად გამოცხადებას. ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ და თავიდან ავიცილოთ ეს მძიმე წუთები, ვფიქრობთ არის დრო, რომ საზოგადოებამ ერთად დავიწყოთ ფიქრი, რათა ეს კანონმდებლობაში აისახოს. აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება. ღმერთმა ინებოს ჩვენი ერის გადარჩენა, გამთლიანება, რისი საწინდარიც არის სიწმინდის შენარჩუნება“, - განაცხადა მეუფე შიომ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42