ნაცემი ჟურნალისტები და ოპერატორები: "არავითარი დაცვის გარანტია არ არსებობს, ჩვენი ძალებით დავიცვათ ისინი" - სამი ტელეკომპანიის ხელმძღვანელი ერთობლივ მიმართვას ავრცელებს
პოლიტიკა - 14:35, 05 Jul, 2021     1401

სამი ტელეკომპანიის - "მთავარი არხის", "ტვ პირველისა" და "ფორმულას" ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელიც დღევანდელ მოვლენებს ეხება. საუბარია ძალადობრივი ჯგუფების მიერ ნაცემ ჟრნალისტებსა და ოპერატორებზე. მედიამენეჯერების განცხადებით, ღარიბაშვილმა და გომელაურმა ნადირობის სეზონი გამოაცხადა ჟურნალისტებზე. ტელეკომპანიის ხელმძღვანელებმა მუწოდეს ყველა მედიასაშუალებას, საკუთარი ძალებით დაიცვან ჟურნალისტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა:

"არათუ ადამიანების უფლება, ჩვენი ჟურნალისტების სიცოცხლეც კი არ არის დაცული, დღეს გომელაური მხოლოდ დუგინის და ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების დაცვით არის დაკავებული, ორი დღის უკან ჩვენი ჟურნალისტი ნინო ელიკაშვილი სასტიკად სცემეს და სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა თავდამსხმელი, დღეს რამდენი ჟურნალისტი და ოპერატორი არის სასტიკად ნაცემი თვლაც კი გვიჭირს ჩვენ. მე ვფიქრობ რომ გომელაურმა და ღარიბაშვილმა ნადირობის სეზონი გახსნა ჩვენ ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე. მოვუწოდებთ ყველა მედია საშუალებას ჩვენ თვითონ დავიცვათ ჩვენი გადამღები ჯგუფები და განვარიდოთ ადგილს იმიტომ რომ დღეს ჩვენი ჟურნალისტების სიცოცხლე არ არის დაცული და უაღრესად საშიშია", - განაცხადა ტვ პირველის ხელმძღვანელმა ვატო წერეთელმა.

"საშიში პროცესი, რომელიც კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას. ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო ძალადობას - აღნიშნა "ფორმულას" ხელმძღვანელმა, ზუკა გუმბარიძემ.

"მოცემულობა არის იმგვარი, რომ არავითარი დაცვის გარანტია არ არსებობს, საფრთხე ექმნება ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მე არავის არ მოვუწოდებ და არც ვთხოვ უკან დახევისკენ, ვთხოვ იმის გათვალისწინებას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიცოცხლე და ჯანმრთელობა" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42