პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ძალადობრივი ჯგუფების მიერ დღეს ჩადენილ ქმედებებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მოუწოდებს ყველას, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. კუჭავას თქმით, დაუშვებელია ძალადობა და განსაკუთღებით მედიის წარმომადგენლების ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა:
"მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს და მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
დაუშვებელია ძალადობა და განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას - ეს მიუღებელია!
ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ იმისათვის, რომ დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები. სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგს და უზრუნველყოფს მშვიდობას!
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა!"- წერს კუჭავა.
მასალის გამოყენების პირობები