თბილისის მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საზოგადოება - 13:13, 05 Jul, 2021     1006

თბილისის რიგით მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი დასრულდა.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც 11 ქვეყნის 32 ფილმი მონაწილეობდა, ჟიურიმ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა: ფესტივალის გრან პრი - I'm here / Film by Julia Orlik / Animation, The Polish National Film, Television and Theatre School in Lodz / POLAND; საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი - The Dregs / Film by Yuval Nitzan / Short Fiction, The Jerusalem Sam Spiegel Film School / ISRAEL; საუკეთესო ანიმაციური ფილმი - Skyscraper / Film by Davit Shekriladze / Animation, TAFU / GEORGIA; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - Lazare / Film by Levan Chkonia / Documentary, TAFU / GEORGIA; - პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის - Sea by the river and the river by the sea / Film by Sovran Nrecaj / Short Fiction, Sarajevo Film Academy / BOSNIA AND HERZOGOVINA; ჟიურის სპეციალური აღნიშვნის დიპლომი - Mila / Film by Salome Vepkhvadze / Short Fiction, TAFU / GEORGIA.

ფესტივალზე 2-დღიანი ვორქშოფით წარდგა გერმანიაში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორმა ზაზა რუსაძე, რომელმაც 11 ფილმის პროექტი დაამუშავა ავტორებთან ერთად და ფიჩინგ ფორუმზე წარუდგინა ჟიური.

ფიჩინგ ფორუმის პირველი ადგილი მოიპოვა - გაბრიელ ხოტივარის „კატაბაზისმა“, მეორე ადგილი - გიორგი გეთიაშვილის „კახაბერმა“, მესამე ადგილი - სალომე ვეფხვაძის „ბედის მწერლებმა“. გამარჯვებულებს თბილისის მერიის ხელშეწყობით ფულადი ჯილდოები გადაეცათ მომავალი ფილმის პროექტის დასახვეწად და ე.წ. თიზერის შესაქმნელად, რაშიც გამარჯვებულებს ტექნიკურ დახმარებას ფესტივალის მეგობარი კინოკომპანია „ჯაგაგრიპი“ გაუწევს.

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ინდუსტრიული და საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა: გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ბადენ ვიურტემბერგის კინოაკადემიის პროფესორის, კლაუდია მესემერის ორდღიანი ინტენსიური ვორქშოფი სცენარის განვითარებაში; პროექტი AMIRANI TALKS, რომლის ფარგლებშიც სალომე ჯაშის, თინათინ კვინიკაძის, პაატა გოძიაშვილის და დავით ფირცხალავას მასტერკლასები ჩატარდა.

ფესტივალი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, თბილისის მერიის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, გოეთეს ინსტიტუტის, კინოთეატრ „ამირანისა“ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42