"ღმერთმა გემრიელად გამყოფოთ“ – "კუმ დეომ“ მორიგი საქველმოქმედო აქცია მაღალმთიან აჭარაში გამართა
საზოგადოება - 10:50, 05 Jul, 2021     454

არასამთავრობო ორგანიზაციამ „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისასთვის“ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა. ამჯერად, ექიმების ჯგუფი, პროფესორ სოლომონ ზეიკიძის ხელმძღვანელობით, მაღალმთიან აჭარაში, ჯერძოდ, შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ მთა ჩირუხი ზაფხულის საძოვარია, სადაც მოსახლეობა მაისის შუა რიცხვებიდან ადის და სექტემბრის შუა რიცხვებამდე რჩება.

როგორც პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, (ა)იპ „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ თავმჯდომარე, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე ამბობს, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, უფასო სამედიცინო მომსახურეობა 80-ზე მეტ ადამიანს გაეწია და ამასთან, მოსახლეობას საჭირო მედიკამენტებიც უფასოდ გადაეცა.

„ჩვები არასამთავრობო ორგანიზაცია ტრადიციას აგრძელებს და ამჯერად მაღალმთიან აჭარაში ამოვედით. პირველი, რაც მინდა ვთქვა, მთა ჩირუხი საოცარი ადაგილია, ნამდვილი სამოთხე, თუმცა აქ სამედიცინო პუნქტიც კი არაა, რომ ადამიანს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი აქცია, ვფქირობ, ორჯერ უფრო მნიშვნელოვანია - აქაურების უმეტესობა, როგორც აღმოჩნდა, ექიმთან რამდენიმე წლის განმავლობაში არ ყოფილა,“ - ამბობს სოლომონ ზეიკიძე.

მისივე თქმით, საქველმოქმედო აქცია, რომელშიც რამდენიმე დარგის ექიმის მონაწილეობდა, მედიკამენტებით, ტრადიციულად, კომპანია „ჯი ემ ფარმამ“ უზრუნველყო. ამასთან, აქციაში ჩაერთო კომპანია „კრკა“.

„დღევანდელი აქცია სავაჭრო ცენტრ „საბას“, „ლიბერთი ბანკის“, კომპანია „ზედაზენისა“ და პარტია „კანონი და სამართლის“ თანადგომის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. საერთოდ, პანდემიამ ყველას კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია. ამიტომ, მსგავსი აქციები ძალიან მნიშვნელოვანია და „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ მსგავს საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც გააგრძელებს“, - ამბობს ჟურნალისტი და ორგანიზაციის საზოგადოებასთან სამსახურის ხელმძღვანელი ვანო პავლიაშვილი.

„ღმერთმა კარგად და გემრიელად გამყოფოთ... პროფსორმა წამლები მომცა და მითხრა, იმკურნალებ და კარგად გახდებიო. დიდად, დიდად მადლობელი ვარ,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, 70-ს გადაცილებული ქალბატონი.

აქციაში რამდენიმე დარგის ექიმი მონაწილეობდა. კერძოდ: პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე („კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოევრივი ჯანმრთელობისათვის“ თავმჯდომარე); თერაპევტი ქეთევან გოროზია („კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი), ენდოკრინოლოგი მარინე წიკლაური, ნევროლოგი ეკა მამუკელაშვილი.

ამასთან, აქციაში, მოხალისეებად ჩართულები იყვნენ გიორგი გოგლიძე და შალვა მაჩიტიძე.

შეგახსენებთ: ორგანიზაციამ - „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ უკვე მეექვსე საქველმოქმედო აქცია გამართა. შუახევის მუნიციპალიტეტამდე უფასო სამედიცინო მომსახურეობა ორგანიზაციამ ილტოს ხეობის, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების - წვირმისა და ლატალის მოსახლეობას გაუწია.

პროფესორ სოლომონ ზეიკიძის თქმით, საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება. კერძოდ, ზეიკიძის ინფორმაციით, (ა)იპ „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ აპირებს, რომ უფასო სამედიცონო სერვისი უახლოეს მომავალში თურქეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებსაც მიაწოდოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42