რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ღირსების მარშის მონაწილეებმა უნდა ჩაიარონ, ძალადობრივი ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფები შეიკრიბნენ.
ადგილზე მივიდა გურამ ფალავანდიშვილიც, რომელმაც არ გამორიცხა, რომ შესაძლოა პოლიციასთან მოხდეს შეტაკება. მისი თქმით, შეკრებილები ხელს შეუშლიან პრაიდის მონაწილეებს, იმოძრაონ აღნიშNულ ტერიტორიაზე:
„ძალადობა არის ლგბტ სიბილწის პროპაგანდა. წესით, ამ ძალადობრივ აქტს უნდა დაუპირისპირდეს პოლიციის ადეკვატური ძალა და ისინი განარიდოს, ჩამოართვას პლაკატები და გაიყვანოს ტერიტორიიდან, მაგრამ რადგან პოლიცია ამას ვერ გააკეთებს, რადგან პოლიციას მიღებული აქვს კანონი, რომ ლგბტ ცხოვრების წესი არის ნორმა, ამდენი ხალხი ჩამოდის იმიტომ, რომ ფაქტობრივად პოლიცია ჩაანაცვლონ.
როდესაც ხდება ისე, რომ პოლიციამ შეიძლება ხალხს დაუწყოს დარბევა და მათ ვერ გააჩერონ ლგბტ ძალადობა, მაშინ შეიძლება მოხდეს შეტაკება პოლიციასთან და უბრალოდ ჭყლეტა რომ იყოს, შეიძლება ვიღაც დაიღუპოს, შეიძლება ვიღაცამ ვერ გაუძლოს. ტანკებიც რომ გამოიყვანონ, ხალხი მაინც არ გაჩერდება. დამნაშავე პირველ რიგში საელჩოები და ტელევიზიებია. ლგბტ მოძრაობა რომ დაიწყება, ჩვენ ფიზიკურად ხელს შევუშლით, რომ არ იმოძრაონ, გადავალთ გზის სავალ ნაწილზე, რომ მათ არ იმოძრაონ და პლაკატებს წავართმევთ - ეს არის მოწოდება და რა მოხდება არ ვიცი", - განაცხადა ფალავანდიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






