აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პრაიდის რამდენიმე ორგანიზატოს შეხვდა და საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერა გამოხატა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ეს მოცემულობა კი საქართველოს კონსტიტუციითაც არის გათვალისწინებული:
"შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება.
ელჩი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები