მოსამართლეებს ჩვენი ბინები დაურიგეს - დევნილები ხელისუფლებისა და კლანის წევრების კორუფციულ გარიგებაზე ალაპარაკდნენ
პოლიტიკა - 18:57, 04 Jul, 2021     1335

"შაბათის მთავარში" გასული რეპორტაჟის შემდეგ, "მთავარ არხს" ის დევნილები დაუკავშირდნენ, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან კორუფციული გარიგების მსხვერპლი აღმოჩნდნენ. საქმე ეხება დევნილთა სამინისტროს მიერ იძულებით გადაადგილებისთვის ჯერ შესყიდულ, შემდეგ კი ყადაღა დადებულ ბინებს, რომლებიც საბოლოოდ ე.წ. კლანის წევრი მოსამართლეების საკუთრებაში აღმოჩნდა. სქემას კი ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი და თეა წულუკიანი ლობირებდნენ.

დევნილები ამბობენ, "მთავარი არხის" სიუჟეტში, მათი ბინები ჩანდა და მოსამართლეებს სწორედ ეს ბინები გადასცეს.

"2019 წელს 19 ოქტომბერს დაგვიძახეს, პროფკავშირები რომ არის იქ დაგვირიგეს ყველას ბინა. 2-ოთახიანი მოგცეს ჩვენ. გააერთიანეს 3 ოჯახი გრაფაში გაუშვეს და უარი ვთქვით, უკან დააბრუნეს ეს ბინა, იმის მერე სასამართლოში შევიტანე.

სიუჟეტი ვნახე და ზუსტად იმ კორპუსში იყო ჩვენი ბინა, სადაც სიუჟეტი გაკეთდა გუშინ.

ზუსტად ჩვენი ბინები მისცეს მოსამართლეებს, მე-12-ზე, მე-10 სულ ყველა დაურიგა მოსამართლეებს",-თქვა ერთ-ერთმა დევნილმა.

კორპუსს, რომელშიც დევნილთა სამინისტრომ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ბინები შეიძინა, ისევ სახელმწიფოს მოთხოვნით ყადაღა დაადეს, ხელშეკრულება გაწყვიტეს, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილი უძრავი ქონება კი მოსამართლეების ხელში აღმოჩნდა.

წყარო: მთავარი არხი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42