ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შემთხვევა - 13:41, 04 Jul, 2021     1274
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორაციით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. უწყების ცნობით, დაიწვა 4 ჰექტარი ტყის ქვედა საფარი და მოტეხილი ხის ტოტები:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია რომ, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ღია ცეცხლი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები დროულად გამოცხადდნენ ადგილზე და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე, წაქცეულ ხეებსა და კუნძებზე.

რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებთან ვერ ხერხდებოდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს უწევდათ ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით წარმართვა. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე მუშაობა დაიწყეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმაც. რთული რელიეფისა, და მიუდგომელ ადგილებში ხანძრის დროულად ჩასაქრობად, გადაწყდა პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზაღვრო პოლიციის ვერტმფრენების ჩართვა. გუშინ ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა, დღეს კი, სალიკვიდაციო სამუშაოები ერთი ვერტმფრენი იყო ჩართული. სამსახურებიის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ამ დროისთვის, ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ შეინიშნება. ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.
დაიწვა 4 ჰექტარი ტყის ქვედა საფარი და მოტეხილი ხის ტოტები. დაშავებული არავინ არ არის.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში სულ ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ცოცხალი ძალა, 50-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით" - ნათქვამია განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42