გავაშელიშვილი პაიკი და ნაძირალაა, მასთან რა საქმე უნდა მქონდეს, იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ მოვიდეს სასამართლოზე - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა საუბრობს და მიიჩნევს, რომ პროკურატურა აეროპორტის ინციდენტზე მოწმეების გადამალვას ცდილობს.
"გავაშელიშვილი პაიკი და ნაძირალაა, მასთან რა საქმე უნდა მქონდეს, იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ მოვიდეს სასამართლოზე. ჩვეულებრივი დეგრადირებული ნაძირალაა. ეს 2 ადამიანი არიან ჩვეულებრივი მოძალადეები, ვისხედით ველოდებოდით გაფრენას, მოვიდნენ, აშარდნენ, დაიწყეს ჩხუბი. პროკურატურა ცდილობს ეს მუტრუკი არ მოიყვანოს სასამართლოზე ეშინია, რომ ჩვენ დავკითხავთ მხარე, ეშინია ჟურნალისტების
მოსამართლე, რომელიც "გააპრავებს" იმას, რომ გარშემო 20 კამერაა, არ ამოიღებს არც ერთს და შემდეგ მთელი პროცესი იქნება მარჩიელობაზე, ისაა მოსყიდული და მონა, რომელსაც არ უნდა ეწყინოს, რომ მონას დაუძახებენ", - ამბობს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ე.წ. აეროპორტის ინციდენტს, რომელიც 2019 წელს მოხდა. გიგი უგულავას აეროპორტში 2 ძიუდოისტის ცემას ედავებიან. სასამართლო პროცესზე გავაშელიშვილი არც გუშინ გამოცხადდა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, თუმცა დღეს იგი მედიამ ფეხბურთის თამაშის დროს გადაიღო.
მასალის გამოყენების პირობები