გოგი წულაია, რომელიც ქალზე ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული, ციხიდან რამდენიმე დღის წინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
როგორ გააგრძელებს წულაია პოლიტიკურ კარიერას, როგორ მიიღო ოჯახმა მომხდარი ფაქტი და აპატია თუ არა მეუღლემ ჩადენილი საქციელი ამის შესახებ წულაიამ „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.
„ჩვულებრივად ერთად ვართ ოჯახში, მას უჭირს პატიება, მაგრამ ეს პროცესი დაწყებულია და მტრის გულის გასახეთქად, ჩვენ არ დავცილდებით, არ ვიჩხუბებთ და ვიქნებით ერთად. მის წინაშე მთელი ცხოვრება ვიქნები ღვაწლში, მონანიებაში. ჩვენ მოვახერხებთ, რომ ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ერთად ვიცხოვროთ. თუ ჩათვლიან საჭიროდ, რომ მე მაქვს არჩევნების მოგების შანსი, რატომ ვიტყვი უარს. ვნახოთ, თუ რამე, ქუთაისში ვიყრი კენჭს, რადგან ეს ქალაქი მაინც ჩემია. თუ არადა, მე საკრებულოს წევრობაზე ან თავმჯდომარეობაზეც ვიქნები თანახმა. გავმართავთ მოლაპარაკებებს და იმის მიხედვით გადავწყვეტთ“, – განაცხადა გოგი წულაიამ „პრაიმტაიმთან“.
მასალის გამოყენების პირობები