"ერის" ლიდერი, ლევან ვასაძე მოსკოვიდან, ბაკულევის სახელობის კლინიკიდან მიმთვას ავრცელებს და ძალოვანებს მოუწოდებს, გადავიდნენ მოძალადეების მხარეს.
"მინდა მოვუწოდო ძალოვანებს, რომ ნუ ირცხვენენ თავს. ბიჭებო, არავითარი მუნდირი, პაგონი, ჯამაგირი და კარიერა არ გიღირთ, დამერწმუნეთ, იმად, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენი სახეები სამუდამოდ რჩება ამ კადრებში და მერე თქვენივე შვილები, თქვენივე ბიჭები გკითხავენ - მამა, რას აკეთებ, შენ ე.წ. პიდარასტების აღლუმს იცავდი ქართველი ხალხისგან, ძალადობდი ჩვენ ხალხზე და ბოჭავდი მას? როგორ აუხსნით მათ თქვენ საქციელს და როგორი შვილები გაგეზრდებათ თქვენ მასეთ მორალში? და როგორ უნდა აღვუდგეთ ჩვენ აი ამ სოდომიზაციას საქართველოსი თუ თქვენ ასეთ საქციელს გააგრძელებთ?
მოგიწოდებთ, გადმოხვიდეთ ქართველი ხალხის მხარეს, თქვათ, რომ ვერ შეასრულებთ ამ ანტიდრაციულ, უზნეო, უკანონო ბრძანებებს და დადგეთ იქ, სადაც თქვენი ხალხი დგას. ყველას, ვინც შუაშისტია, მინდა მოვახსენო, რომ შუა აღარ არსებობს, ან ხარ შენი ხალხის მხარეს, შენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების, ზნეობის და წესის მხარეს, ან ხარ მისი ღალატის მხარეს. აირჩიეთ. აქ დუმილიც ღალატია. აქ ინტერნეტში სმაილიკების წერა და ტაშის სიმბოლოების გაგზავნაც ღალატია", - მიმართავს ვასაძე ძალოვანებს.
მასალის გამოყენების პირობები