პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს 6 ივლისიდან მოუსმენენ
პოლიტიკა - 21:50, 02 Jul, 2021     1052

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს 6 ივლისიდან მოუსმენენ.

გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მიიღეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, გასაუბრებები სამშაბათს, დილის 10 საათიდან დაიწყება.

"სამუშაო ჯგუფმა დაასრულა მუშაობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად თავსებადია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან", - თქვა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია უარს აცხადებს პროცესში მონაწილეობაზე, დროს მაინც გამოუყოფენ გასაუბრებებისთვის. შესაბამისად, ქართულ ოცნებას თითოეულ კანდიდატთან ინტერვიუსთვის ექნება 75 წუთი, ნაციონალურ მოძრაობას 32 წუთი, ფრაქციებს შარლ მიშელის ჯგუფსა და ლელოს, ასევე, მოქალაქეებს, გირჩსა და ევროპელ სოციალისტებს 15-15 წუთი. უფრაქციო ჯგუფებისთვის კი, თითოეულისთვის გამოიყოფა 3 წუთი, ანუ 11 წევრისთვის ჯამში 33 წუთი.

ოხანაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის მიერ პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად, დრო გამოიყოფა მისთვისაც. მან აღნიშნა ისიც, რომ პროცესში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილმა, მათ შორის, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (ყოფილი EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. დეპუტატის თქმით, დღეში 2 კანდიდატს მოუსმენენ და რიგითობა ანბანური თანმიმდევრობით იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42