სენაკში სოფელ ტყირის მოსახლეობამ უჩვეულო აქცია გამართა - მათ ძროხების მეშვეობით გზა გადაკეტეს
ამ ფორმით, ადგილობრივი მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს.
ისინი აცხადებენ, რომ ჰექტრობით მიწის ნაკვეთი ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირს გადაეცა, რომელმაც სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე დაიწყო, რის გამოც ადგილობრივებს კუთვნილი საქონლის საძოვრებზე გაყვანა აეკრძალა.
სოფლის გამგებელი აქციას მართულს უწოდებს.
"შეთანხმება იყო, გუშინ შევთანხმდით ჩვენ მოსახლეობასთან, რომ ერთი დღით გააჩერებდნენ საქონელს და მერე ჩვეულებრივად გაუშვებდნენ. ეს აქცია რატომ მოეწყო დღეს, მე თვითონ მიკვირს. სამი დღეა პოლიციის უფროსთან ერთად დავდივარ და შეთანხმებული ვარ მოსახლეობასთან, რომ ერთი დღით მისცემდნენ ინვესტორს სამუშაოების შესრულების საშუალებას და დღეს ასეთი რაღაცა, არის ხელოვნურად მოწყობილი," - განაცხადა დავით უბირიამ "ოდიშინიუსთან" საუბარში.

მასალის გამოყენების პირობები






