ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ "ლელოს" ლიდერმა მედიასთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ პროკურატურის მოწმემ სხდომაზე ბრალდებულების სასარგებლოდ მისცა ჩვენება.
ხაზარაძის თქმით, ყველა მოწმე ადასტურებს, რომ არათუ დანაშაულის ნიშნები, არამედ დარღვევაც არ ყოფილა. რომ ყოფილიყო
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამ პროკურატურის უნიჭობაში. 1 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ ცოტა რამ მაინც ეკითხათ საფუძვლიანი. საოცრება არის ის, რომ ყველა მოწმე, რომელიც მოჰყავთ, საჩვენო ჩვენებას აძლევს. საუბარია ეროვნული ბანკის წარმომადგენლებზე, ვინც ამოწმებდნენ ყოველთვიურად და ყოველწლიურად იმ ტრანზაქციებს, რაზედაც თითქოს, გვედავებიან. ყველა ადასტურებს, რომ არათუ დანაშაულის ნიშნები, არამედ დარღვევაც არ ყოფილა. რომ ყოფილიყო, უნდა დავჯარიმებულიყავით იმ დროს.
დასკვნა ერთია - ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობას, რაც არ გამოუვიდათ. სხვათა შორის, ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ეს ბრძოლა მნიშვნელოვანია არამარტო ჩემთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც არასამართლიანად ექცევიან ამ ქვეყანაში. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ეს იქნება პრეცედენტი იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ სამართალი აუცილებლად გაიმარჯვებს და იმ ნიჰილიზმს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" დანერგა ქვეყანაში, გავტეხავთ, უიმედობას გავტეხავთ. არავის დავუთმობთ არც ერთ ნაბიჯს და არც ერთ ბრალდებას. ჩვენზე რომ ასეთი რამ ხდება, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იჩაგრება ამ „კლანის" მიერ. ეს არის ოროსნების მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება. ამას დავამთავრებთ ჩვენ“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






