როგორც ჩანს,"ვიღაცას" ძალიან წყდება გული, რომ მარტო ლიბერთი ბანკი არიგებს პენსიებსდა და ამ ვიღაცამ ააყვირა კიდეც ვაშაძე - ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 17:19, 02 Jul, 2021     1003

"ტრიბუნას" ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, პენსონერების ანგარიშსწორებისთვის ბანკი საჭირო არ უნდა იყოს. როგორც თავად განმარტავს, ვაშაძე ვიღაცის დაკვეთას ასრულებს, რომ მხოლოდ ლიბერთი ბანკში არ აიღონ პენსიები და ამით სხვა ბანკმაც იხეიროს:

"პენსიონერებთან ანგარიშსწორებისთვის ბანკი საერთოდ აღარ უნდა იყოს საჭირო!

ვითომ პენსიონერების უფლებებისღვის მებრძოლი გიორგი ვაშაძე კიდე, "ვიღაცის" მორიგ კონკრეტულ დაკვეთას ასრულებს, მარტო ლიბერთიში კი არა, სხვა ბანკებშიც რომ წავიდეს პენსიონერების ფული!

მოკლედ, როგორც ჩანს, ამ „ვიღაცას“ ძალიან წყდება გული, რომ მარტო ლიბერთი ბანკი არიგებს პენსიებსდა და ამ ვიღაცამ ააყვირა კიდეც ვაშაძე.

აბა სხვა რას ნიშნავს მისი განცხადება, რომ სხვადასხვა ბანკებიდან უნდა დანაწილდეს პენსია?!

მარტო ლიბერთი ბანკი ძარცვავს ადამიანებს და სხვა ბანკები აკლებენ?!

ჩვეულებრივი სამომხმარებლო, სალომბარდე სესხები 40-45%-ია მაგალითად საქართველოს ბანკში, ( რომელიც დიდი ალბათობით გახდება კიდეც საპენსიო თანხების განმკარგავი)

ამას გარდა, ყველა ბანკს, ყველა მომსახურებაზე, თითქმის ერთნაირი პროცენტები აქვს.

მოკლედ, თუ ვინმეს მართლა უნდა, რომ პენსიონერებს რეალურად გაუადვილოს ცხოვრება, მაშინ უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ პენსიონერებთან ანგარიშსწორებისთვის ბანკი საერთოდ აღარ იყოს საჭირო!

ეს კი, უმარტივესად შეუძლია ეროვნულ ბანკს გააკეთოს.

ამისთვის უნდა დადგას ერთი დიდი სერვერი, სადაც ყველა პენსიონერი იქნება აღრიცხული და პირდაპირ მისცენ ფული.

სესხისვის კი, როდესაც ბანკის რისკი ირთვება, უნდა შემოიღონ დაზღვევა.

ოღონდ სახელმწიფო და არა კერძო დაზღვევა!

სადაც ყველა გადაიხდის.

ანუ, შენ თუ 5 %-ად შენ თავს დაიზღვევ, მაშინ, როდესასაც მაგალითად ერთწლიანი 2000 ლარის გამოტანა მოგინდება, ახლა თუ ამ 2000 ლარზე პენსიონერს 800 ლარი ექვითება, რაც მართლა კატასტროფაა! 5 % -ანი დაზღვევის პირობებში გადასახდელი მხოლოდ 100 ლარი იქნება...

და იქნებ, ვიღაც, ოდესმე მაინც დაინტერესდეს ადამიანების ბედით და არა მარტო ფინანსური სექტორის მოგებით!" - აღნიშნავს ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42