კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ღირსების მარშის გაშუქებისას უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისა და მონაწილე პირთა უსაფრთხოება.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჰომოფობიური ჯგუფების აგრესია აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებსაც მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის:
"ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და აანონსებენ კონტრაქციას "ღირსების მარშის" მონაწილეთა წინააღმდეგ. გვაქვს მოლოდინი, რომ ჰომოფობიური ჯგუფების აგრესია აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებსაც შეუქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს. კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობაა. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა", - წერია კოალიციის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები