საერთაშორისო კონფერენცია "ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა"
საზოგადოება - 16:29, 02 Jul, 2021     999

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა,“ რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ. კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით თსუ-ში დაფუძნებული ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრი.

წლევანდელი კონფერენცია მიეძღვნა თურქეთში მცხოვრები ქართველი ეროვნული მოღვაწის ახმეთ მელაშვილის ხსოვნას (19922-1980 წწ.). მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები საქართველოსა და თურქეთის 20-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლიდან და სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან.

„ახმეთ მელაშვილი ძალიან საინტერესო პიროვნება, ტრაგიკული ბედის ადამიანი იყო, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენებურებში ქართული თვითშეგნება, ქართული ენის ცოდნა და სიყვარული გაეღრმავებინა. კონფერენცია იქნება მუდმივმოქმედი, და იმუშავებს ზოგადად იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ისტორიულ ემიგრაციას, საქართველოს ისტორიულ ნაწილებს,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხებოდა ახმეთ მელაშვილის ღვაწლს, თურქეთის ქართველთა ყოფისა და კულტურის საკითხებს, თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ისტორიულ ძეგლთა კვლევას, ქართულ-თურქულ კულტურულ ურთიერთობებს, ქართული ენის სწავლების პრობლემებს დიასპორებში და თურქეთის უმაღლეს სასაწავლებლებში,. აგრეთვე, ფერეიდნელ და ჰერ ქართველთა ისტორიისა და კულტურის საკითხებს.

„ახმეთ მელაშვილმა შეინარჩუნა ქართული ღირებულებები და დღეს, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ძლიერი ხალხური დიპლომატია, არის სწორედ ახმეთ მელაშვილის დამსახურება. დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში ბევრმა არ იცის ახმეთ მელაშვილზე ამ პატრიოტ ადამიანზე. დარწმუნებული ვარ, რომ თსუ-ში არსებული დიასპორის ცენტრი დიდ სამუშაოს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ცოდნის განვითარების კუთხით,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დიასპორის საკითხებში პიერ ალექსანდრე კრედომ.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან თსუ, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლი.

„დიასპორათა კვლევის ცენტრის დაარსება ჩვენი უდიდესი ისტორიკოსის მარიკა ლორთქიფანიძის იდეა იყო და მოხარული ვარ, იგი განხორცილედა. ახმეთ მელაშვილმა თურქეთში ქართული იდენტობის შენარჩუნების საფუძველი შექმნა,“- აღნიშნა სტამბოლში ქართული ხელოვნების სახლის დამფუძნებელმა გიორგი ირემაძემ.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან და დიასპორებთან ურთიერთობის სამსახურების ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრი დაფუძნდა, რომელიც შეისწავლის ქართულ დიასპორებს. ეს იქნება ალბათ საფუძველი იმისა, რომ ჩვენ დიასპორების შესახებ ვიცოდეთ არა მხოლოდ ისტორიულ პერსპექტივაში, არამედ ცოცხალი ურთიერთობა გვქონდეს მათთან.“

ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრის შესწავლის არეალია საქართველოს პოლიტიკურ საზღვრებს მიღმა მცხოვრები მკვიდრი/ავტოქტონი ქართველები (ჰერეთი – აზერბაიჯანის რესპუბლიკა; არტაანი, შავშეთი, იმერხევი, არტანუჯი, ამიერ ტაო, სპერი, კლარჯეთი, ნიგალი, აღმოსავლეთ ლაზეთი – თურქეთის რესპუბლიკა), ისტორიული დიასპორები (ფერეიდანი და მაზანდარანი – ირანის ისლამური რესპუბლიკა; შავიზღვისპირეთისა და მარმარილოს ზღვის რეგიონები – თურქეთის რესპუბლიკა) და პირველი რესპუბლიკის შემდგომი ხანის ემიგრაციის ლოკალური წერტილები ევროპასა და აშშ-ში; აგრეთვე, თანამედროვე შრომით მიგრანტთა ყოფა.

„თსუ-ში დაფუძნდა ქართულ დიასპორათა კვლევის სამეცნიერო ცენტრი. უნივერსიტეტი გაუწევს ამ თემატიკას კოორდინაციას, შეიქმნება კვლევის შემდგომი სტრატეგია, მოვიზიდავთ ყველა მეცნიერს, ვინც იკვლევს ქართულ დიასპორათა ყოფას, კულტურას, არსებულ ისტორიულ ძეგლებს, გამოცდილებას. ამ სფეროში შემოვა თანამედროვე შრომით მიგრანტთა ყოფა, პრობლემები, მათი სამშობლოსთან შემდგომი დაბრუნების პერსპექტივები. სწორედ, ამ საკითხების სამეცნიერო კვლევა იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმართული,“- აღნიშნა ქართულ დიასპორათა კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა, თსუ ასოცირებულმა პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42