არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განმარტებით, პროცესთან დაკავშირებით არსებობს უამრავი კითხვის ნიშანი, ამიტომ, საჭიროა, ჯერ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული რეფორმები განხორციელდეს და შემდეგ შეირჩეს მოსამართლეები:
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" არც კოალიციურად და არც ინდივიდუალურად არ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას. ამ პროცესთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. ჩვენი მოთხოვნაა, ჯერ ჩატარდეს რეფორმა და შემდეგ ჩატარდეს მოსამართლეების არჩევა უზენაეს სასამართლოში", - განაცხადა გიგაურმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მოსამართლეთა შერჩევნის პროცესში მონაწილეობაზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც უარი თქვა.
მასალის გამოყენების პირობები