სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას ხვდება. შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
მედიასთან საუბარში აპატურაიმ პარლამენტის მიერ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროგრესი არის და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ამ რეფორმების გატარება სურს. მან ასევე ისაუბრა იმ საკითებზე, რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზიტისას განიხილეს:
"საქართველოში ბოლო დროს ჩვენ ვნახეთ პოლარიზაცია, თუმცა სასიამოვნოა, რომ პარლამენტმა დაიწყო ფუნქციონირება და გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, ვიცი, რომ ზოგიერთი რეფორმა კიდევ მიმდინარეობს, მათ შორის მართლმსაჯულების მიმართულებით. ასე რომ, პროგრესი არის და მთავარი აქ ისაა, რომ ქართველ ხარს სურს ამ რეფორმების გატარება.
ჩვენ განვიხილეთ საგარეო საკითხების მთელი რიგი, თუ როგორ უნდა იმოძრაოს საქართველომ ნატოს წევრობისკენ და შევთანხმდით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში დიდი პროგრესი იქნა მიღწეული", - თქვა ჯეიმს აპატურაიმ.
მასალის გამოყენების პირობები






