პროექტის "დიდი ქართველი" კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა თსუ-ში
პოლიტიკა - 11:35, 02 Jul, 2021     650

პროექტის „დიდი ქართველი“ ფარგლებში, 150 გამორჩეული პიროვნების შერჩევის კრიტერიუმები და სამომავლო სამუშაო პროცედურები განიხილეს კომისიის პირველ შეხვედრაზე, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, მედია ჰოლდინგი „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ზაზა გველესიანი, მედია ჰოლდინგის მმართველი დირექტორი თამარ ფხაკაძე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

პროექტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მედია ჰოლდინგი „რუსთავი 2“ ტელეკომპანია BBC-თან თანამშრომლობით ახორციელებენ. პროექტის ფარგლებში, კომისია ისტორიიდან 150 გამორჩეულ ქართველს შეარჩევს, მათ შორის საუკეთესო ათს კი საზოგადოება გამოავლენს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, პროექტის ფარგლებში, კომისიამ ინტენსიური და საინტერესო სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტი ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ სახელების პოპულარიზაციისთვის, რომლებიც თითქოს მივიწყებულია. ასევე, ძალიან საინტერესოა მოსახლეობა ვის მიიჩნევს ყველაზე ღირსეულ ქართველად. პირველ სამუშაო შეხვედრაზე შევთანხმდით მუშაობის ფორმატზე. ვიმედოვნებთ, საბოლოოდ, ძალიან კარგი და საინტერესო პროექტი გამოვა,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

„რუსთავი 2“-ის მმართველმა დირექტორმა თამარ ფხაკაძემ აღნიშნა, რომ პროექტის მეშვეობით საზოგადოებას განსხვავებული და საინტერესო მედიაპროდუქტის ხილვისა და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნება. ეს არის პროექტი, რომელიც ყოველდღიურ რუტინას განსხვავებული რეალობით შეცვლის და ჩვენს საზოგადოებას ახალ საზრუნავს გაუჩენს - მთელი ერი ერთად შეთანხმდება ვინ არის ყველაზე დიდი ქართველი,“ - განაცხადა თამარ ფხაკაძემ.

ეს არის მომავლის პროექტი,“ - აღნიშნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ. მისი თქმით, „დიდი ქართველი“ მნიშვნელოვანია, როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ასევე ღირებულებების თვალსაზრისითაც. აუცილებელია მოვძებნოთ ისეთი ფორმატი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენი ისტორიის გამორჩეულ პიროვნებებზე, როგორც მაგალითებზე ისე ვისაუბროთ.“

პროექტის „დიდი ქართველი“ კომისიის ერთ-ერთი წევრია ქართველი მსახიობი ნანა შონია. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელობის მედიაპროდუქტის არსებობა საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანია. კომისიის პირველი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და გარკვეულ საკითხებზე უკვე შევთანხმდით. მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მომეცა. ყველანაირად ვეცდები გამოვიყენო ჩემი ცოდნა, განათლება და შეხედულებები,“ - განაცხადა ნანა შონიამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მედია ჰოლდინგ „რუსთავი 2“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 28 ივნისს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივ შემეცნებით და საგანმანათლებლო გადაცემებს მოამზადებენ. უნივერსიტეტი გადაცემებისათვის ტელეკომპანიას სხვადასხვა ტიპის საჭირო ინფორმაციასა და მასალას მიაწვდის, დაეხმარება შესაბამისი ექპერტთა გუნდის ჩამოყალიბებასა და გუნდის მუშაობის ორგანიზებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42