უმძიმესი ფაქტი კახეთში - 33 წლის შშმ ქალი მეზობელს გაუპატიურების მცდელობაში ამცხელს. მისი თქმით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო, როდესაც მასთან სქესობრივი კონტაქტის დამყარება მოინდომა. ის ქალს დაემუქრა, თუ არ დანებდებოდა, მასაც და მის დედასაც მოკლავდა:
"შენ წამოდიო მაჯაში ჩამკიდა ხელი, გამათრია გარეთ, უაზროდ ნასვამი იყო. მე ვერ გავაშვებინე ხელი, იმიტომ, რომ ამდენი ძალა და ენერგია არ მაქვს, რომ ამ პიროვნებას გავუმკლავდე. ოთახში რომ შემიყვანა, თუ შენ იმას არ გააკეთებ მე რაც მინდაო, ორივეს მოგკლავთ, შენც მოგკლავ და დედაშენსაც მოვკლავო, ანუ დამემუქრა. 5-10 წუთის მერე სამართალდამცავებიც მოვიდნენ", - განაცხადა დაზარალებულმა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოძალადე მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში ხშირად იმყოფებოდა, ქალს უთვალთვალებდა და ავიწროებდა ხოლმე. მოძალადე პოლიციამ უკვე დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები