"2 წლის პატარა შვილი დარჩა, განადგურდა ოჯახი…“ – 31 წლის კაცი მეგობართან სტაუმრად სხვა რაიონიდან ჩავიდა და ოჯახს მკვდარი მიუსვენეს
საზოგადოება - 08:27, 02 Jul, 2021     4598

31 წლის ვანო ბანცაძე ზესტაფონში, თამარ მეფის გამზირზე 30 ივნისს მოკლეს. იმ საბედისწერო დღეს იგი მეგობრის დაბადების დღეზე ხარაგაულიდან ჩავიდა. როგორც ირკვევა, მთვრალ სუფრის წევრებს შორის მომხდარი შელაპარაკება სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა. ადგილობრივების თქმით, 20-მდე მამაკაცი ქუჩაში ჩხუბობდა, იყო გაწევ-გამოწევა, გინება და მერე გასროლის ხმაც გაიგეს. სწორედ ამ გასროლილი ტყვიით დაიჭრა სასიკვდილოდ ვანო ბანცაძე. ახალგაზრდა ბიჭი იქვე წაიქცა, სასწრაფო და პოლიცია შემთხვევის ადგილზე, ფაქტობრივად, ერთდროულად მივიდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში

მყოფი მამაკაცი კლინიკა “ფერომედში” გადაიყვანა, მაგრამ კლინიკის ექიმების თქმით, ის გარდაცვლილი იყო.

მოკლული ხარაგაულის სოფელ თეთრაწყაროდან იყო, მას ადგილობრივები დადებითად ახასიათებენ და მთელი სოფელი გლოვობს. “ვანო არ იყო კონფლიქტური ადამიანი, ის სოფელში ყველას უყვარდა. მისი ჩხუბი არასოდეს გვინახავს, იქ რა მოხდა, არ ვიცით. 2 წლის პატარა დარჩა, განადგურდა ოჯახი. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს დამნაშავე”, – ამბობს მეზობელი.

ასევე, დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელ თეთრაწყროში. პაატა ბერაძე ამბობს, რომ პირადად არ იცნობდა მოკლულს, თუმცა ამბობს, რომ ყველა დადებითად ახასიათებს მას. “მე პირადად არ ვიცნობდი ვანოს, რადგან ჩემზე პატარაა ასაკით. ბიჭებს ველაპარაკე და ყველა შეწუხებულია, ძალიან კარგი ბიჭი ყოფილა, უკონფლიქტო, ამიტომ უცნობია, რატომ მოკლეს. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ჩვენ ჯერ დეტალები არ ვიცით”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” ბერაძემ.

მოკლულის მეზობლების თქმით, დამნაშავეებს ვანო ადრე არ იცნობდა, ამიტომ რამე ძველ წყენას გამორიცხავენ. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამაზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს. ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც. პოლიციელებმა რამდენიმე კვების ობიექტის თანამშრომელი და სუფრაზე მყოფი სხვა პირებიც უკვე დაკითხეს.

წყარო: “კვირის პალიტრა”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42