სუბარი აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გადაწყვეტს გამოძიება:
„გამოძიების დაწყება უნდა გავყოთ ორ ნაწილად, პოლიტიკური და სამართლებრივი შემადგენელი. პოლიტიკურად ჩვენთვის ძალიან მომგებიანია, რომ დაიწყოს გამოძიება და საზოგადოებამ სიმართლე დაინახოს. მაგრამ პროკურატურა პოლიტიკური შემადგენლობით ვერ დაიწყებს, პროკურატურას სამართლებრივი საფუძველი სჭირდება.
ისინი ვერ ჩაწერენ, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ითხოვენ გამოძიებას და ამიტომ უნდა დავიწყოთო. თუ გამონახავენ ისინი სამართლებრივ საფუძველს მაშინ დაიწყებენ, თუ არადა ვერ დაიწყებენ.
რაც შეეხება გასაჯაროებას, გასაჯაროებას აქვს თავისი წესები. ჩემს წინააღმდეგ იქნება საქმე აღსაძრავი, თუ მე მათ გავასაჯაროებ. ამიტომ ჩემი შემდგომი მოქმედება იმაზეა დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტს გამოძიება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






