გოგი წულაია ციხიდან გამოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარდაჭერას უცხადებდა, ასევე, მოსამართლეს, რომელმაც ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
"ვიცი, რომ შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ლაშა ჩხარტიშვილი მიცხადებდა მხარადჭერას. დანარჩენებს მაინც და მაინც თავი არ მოუკლავთ და თუ თვლიან ისინი, რომ ამ ხელისუფლებამ იმიტომ დამიჭირა, რომ ქალის უფლებების დაცვა უნდათ და ასმათზე იყვნენ გადარეული, ძალიან შემცდარან. მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, დამიჭირეს ბერას გინებისთვის და ჩემთვის იყო ტრაგიკული, როდესაც ეს თემა ისევ წამოიწია და პროკურატურამ რაღაც განცხადებები გააკეთა, კაცი შვილს არ ვუხსენებივარ.
მე მიკვირს, პროკურატურის განცხადებაში იყო ჩემი სახელი და გვარი ნახსენები, რომ ვიყავი უკანონო მოსმენაზე და ოპოზიციას არ ვუხსენებივარ, "ოცნებამ" მახსენა. ამას ყველაფერს გვერდით გადავდებ, მთავარია ამ ქვეყანაში უსამართლო სასამართლო დამთავრდეს...მთელი ცხოვრება ვებრძვი ძალადობას და დამაბრალეს ძალადობა. ტრაგედია რა იყო იცით?! პატიმარი შემხვდა მიცინის, მე ვუთხარი რა გაცინებს, მეუბნება შენ ვინც დაგიჭირა, იმან დამიჭირა მეო. ესე იგი ასმათს ჰყავს ისიც დაჭერილი. ეს უკვე ხომაა იმის ნიშანი, რომ ეს ქალბატონი სუს-ის... მე ასმათზე თუ ვიყო გულმოსული, 2 შვილს ვფიცავარ", - თქვა წულაიამ.
მასალის გამოყენების პირობები