2 ივლისს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა,“ რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, პროფესორები სტუდენტები დაესწრებიან. კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით თსუ-ში დაფუძნებული ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრი.
წლევანდელი კონფერენცია ეძღვნება თურქეთში მცხოვრები ქართველი ეროვნული მოღვაწის ახმეთ მელაშვილის ხსოვნას (19922-1980 წწ.). მუშაობაში მონაწილეობენ მეცნიერები საქართველოსა და თურქეთის 20-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლიდან და სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მუზეუმი
მასალის გამოყენების პირობები






