პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ოპოზიციონერმა გოგი წულაიამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ის დარწმუნებულია, რომ სინამდვილეში ბერა ივანიშვილის გინების გამო დააკავეს, თუმცა პოლიტიკური დევნის მიუხედავად, ის პოლიტიკაში რჩება და ბრძოლის ბოლომდე გაგრძელებას აპირებს:
"შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ლაშა ჩხარტიშვილი მიცხადებდა მხარდაჭერას, დანარჩენებს მაინცდამაინც თავი არ მოუკლავთ. თუ თვლიან ისინი, რომ ქალის უფლებების დაცვა უნდათ ნამეტანი და ასმათზე იყვნენ გადარეულები, ძალიან შემცდარან, მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, დამიჭირეს ბერას გინებისთვის.
პოლიტიკაში დავრჩები აბა, რას ვიზამ! ვიქნები აქტიური და ვიბრძოლებ ბოლომდე", - განაცხადა წულაიამ.
შეგახსენებთ, წულაია მიმდინარე წლის 17 მარტს დააკავეს. გამოძება მას სექსუალური ძალადობის სხვაგვარ ქმედებას ედავება, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები