თუ მოძალადეები სათანადოდ არ დაისჯებიან, ასეთი ტიპის დანაშაული მომავალშიც მოხდება - მესამე სექტორი ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება
პოლიტიკა - 13:20, 01 Jul, 2021     1042

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ თავდასხმასზე მესამე სექტორი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ სწორედ ოცნების დამსახურებაა წახალისებული ძალადობა, რომელმაც ბოლო პერიოდში ხშირი ხასიათი მიიღო.

"მედიის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელის თამარ კინწურაშვილის თქმით, ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხი ძალიან პრობლემური გახდა და თუ მოძალადეები სათანადოდ არ დაისჯებიან, მომავალში მსგავსი ძალადობის ფაქტები კიდევ უფრო მოხშირდება:

"ძალიან პრობლემური გახდა ჟურნალისტთა უსაფრთხოება და მათი პროფესიული მოვალეობის შესრულება, რასაც გარკვეულწილად ასაზრდოებს ის მტრული რიტორიკა, რომელიც ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი მედიის წინააღმდეგ ისმის. თუ ასეთი პირების სათანადოდ დასჯა არ მოხდა, ეს იქნება მწვანე შუქი, რომ მომავალში ისევ მოხდეს მსგავსი ძალადობის ფაქტები"- აცხადებს კინწურაშვილი.

,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელმა გურამ იმნაძემ განაცხადა, რომ სასამართლომ აუცილებლად უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ ასეთი სახის დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება:

"ჟურნალისტების უსაფრთხოება, დაცულობის განცდა, აუცილებლად აღსადგენია. ამ პრინციპებიდან გამომდინარე, აუცილებელია სასამართლომ მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ მსგავსი ქმედებები სახელმწიფოს მხრიდან არ არის შეწყნარებული და მსგავსი ქმედებები დაუსჯელი არ რჩება"- განაცხადა იმნაძემ.

"საიას" თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, ყველა მსგავს ძალადობაზე პასუხისმგებლობა შსს-ს ეკისრბა, რადგან წუყებამ ასეთი ტიპის წინა შემთხვევებზე არადროული ქმედებებით ძალადობა წაახალისა:

"ეს გამოძახილია იმ ყველაფრისა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქამდე აკეთებდა. იმ არადროული ქმედებების გათვალისწინებით, რასაც ჩვენ ვხედავდით წინა ძალადობასთან მიმართებითაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროული ნაბიჯები გადადგას ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით"- განაცხადა სიმონიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42