ტვ პირველის ჟურნალისტის ნინო ელიკაშვილის თქმით, გუშინ წალკაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პოლიციას არ დაუკავებია გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში მონაწილე გოჩა აფრასიძის დედა, რომელმაც ასევე იძალადა მათზე. ელიკაშვილის განმარტებით, აფრასიძის დედამ ტელეკომპანიის კუთვნილი მიკროფონის დაზიანება სცადა და ანგარიშსწორებით დაემუქრა მედიის წარმომადგენლებს:
"გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე პირდაპირ თავს გვესხმოდა, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდა, იწევდა ჩემი ოპერატორისკენ, რამდენჯერმე ხელი ჰკრა, დააზიანა ტვ პირველის კუთვნილი ინვენტარი და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეგვიშალა. მან ეს არაერთხელ სცადა იმ მომენტში, როდესაც ჩვენ აქციის გასაშუქებლად ვიყავით ჩასული. სურვილი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ ამ საქმეს საგამოძიებო უწყება მიიყვანს ბოლომდე.
არ დაუკავებიათ მისი დედა, რომელმაც ასევე ჩვენზე იძალადა და სცადა ტვ პირველის მიკროფონის დაზიანება, ის ხელიდან წაგვართვა და ფიზიკური ანგარიშსწორებით გვემუქრებოდა" - განაცხადა ელიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები