სუბარი აღნიშნავს, რომ არც ქსნის ციხეში და არც სხვა საპატიმრო დაწესებულებებში ადმინისტრაციის მხრიდან ძალადობა არ ხდება. მინისტრის თქმით, პატიმრებს მედიკამენტების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულების საფუძველზე შეუძლიათ:
„ქსნის ციხეში და არც სხვა საპატიმრო დაწესებულებებში ადმინისტრაციის მხრიდან ძალადობა არ ხდება. აღმოჩნდა, რომ თურმე წამალს არავინ იღებს და აქამდე ყველას ვმკურნალობდით ძალიან კარგად. ასე არ ხდება. თუ რომელიმე კონკრეტული პატიმარი იტყვის, რომ აქვს კონკრეტული დაავადება, სჭირდება შესაბამისი წამალი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი არ აძლევს, გიპასუხებთ კონკრეტულად და აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი ტყუილია.
გუშინ ერთმა პატიმარმა მე-6 დაწესებულებაში მიიყენა თვითდაზიანება და ითხოვდა კონკრეტულ ფსიქოტროპულ მედიკამენტს, რასაც ექიმის დანიშნულების გარეშე არ მივცემთ. ნარკოტიკის ჩანაცვლების საშუალება მსჯავრდებულებს არ მიეცემათ. თუ ექიმი დაუნიშნავს, იმ რაოდენობის აბებს მიიღებენ.
ახლა თავიდან ვეღარ დავაბრუნებთ იმ დროს, როდესაც ყველა პატიმარი ჰყავდათ გაბრუებული, დაწყნარებული, რომ მათგან სხვა სახის მოთხოვნები არ ყოფილიყო. ეს იყო "ნაციონალების" დროს“, - განაცხადა სუბარმა. საპატიმრო დაწესებულებებში რამდენიმე დღეა ასობით პატიმარი შიმშილობს.
მასალის გამოყენების პირობები






