მსხვერპლით დასრულებული ავარია წყალტუბოში - პოლიციის მაღალჩინოსანსა და ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელს ბრალი წარედგინათ
სამართალი - 11:23, 01 Jul, 2021     1995

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 28 ნოემბერს წყალტუბოში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილესა და კომპანია „აკკორდ ჯორჯიას“ თანამშრომელს ბრალი წარედგინათ. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს:

"საქართველოს პროკურატურამ, 2020 წლის 28 ნოემბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ა.დ.-ს და კომპანია „აკკორდ ჯორჯიას“ თანამშრომელს ნ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ნოემბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთის ტერიტორიაზე გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ა.დ.-მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის გამო გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ სატვირთო ფურგონს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფურგონში მყოფი შ.ჯ. გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ავტომაგისტრალზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებისას, კომპანია „აკკორდ ჯორჯიას“ თანამშრომელმა ნ.ჯ.-მ სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესები დაარღვია, რაც ასევე გახდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.

ა.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ნ.ჯ.-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 2-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება" - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42