"საქნახშირში“ საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა
საზოგადოება - 21:59, 30 Jun, 2021     1025
30 ივნისს „საქნახშირში“ საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაილ სოცკი საბჭოს წევრებს შეხვდა და მათთან ერთად საბჭოს სტრუქტურა და მუშაობის პრინციპები განიხილა. საკონსულტაციო საბჭო 46 წევრისგან შედგება (მათ შორის არიან პროფკავშირების წარმომადგენლებიც).
საბჭო რამდენიმე კომიტეტს აერთიანებს, ესენია: საწარმოო, შრომის უსაფრთხოების, საბიუჯეტო და საკადრო, საინფორმაციო პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტები.
საბჭოს შექმნის მიზანი კომპანიაში მიმდინარე აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში დასაქმებულების ჩართულობის გაზრდაა. საბჭოს შექმნას წინ უძღვოდა სამუშაო შეხვედრები და საბჭოს წევრების არჩევნები. საბჭოს წევრები თავად დასაქმებულებმა აირჩეს, მათი მოვალეობაა თითოეულ დასაქმებულსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, სამუშაო პროცესებში ჩართვა და მნიშვნელოვანი საკითხების ოპერატიულად მოგვარება.
მიხაილ სოცკიმ საბჭოს შექმნა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საწარმოს საკითხების გადაწტყვეტაში დასაქმებულების აქტიური ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საწარმოს გამართული მუშაობისთვის:
„კომპანიაში განვითარებისა და რეკონსტრუქციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ უფრო აქტიურად უნდა მოვემზადოთ თბოელექტროსადგურის აშენებისთვის. ეს კი თითოეული ჩვენგანის ჩართულობის გარეშე ძნელი იქნება. ამიტომაც შეიქმნა ეს საბჭო, რათა ხელი შეუწყოს საწარმოს განვითარების საქმეში თითოეული თანამშრომლის ჩართულობას, მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის კომუნიკაციის გაძლიერებას და მათ ოპერატიულ მოგვარებას. შახტის მომავალი საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაზეა დამოკიდებული, ამიტომ იმედი მაქვს, რომ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებით საბჭოს საქმიანობას, გამორიცხავთ ემოციებს და ობიექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებთ“ - განაცხადა შეხვედრაზე მიხაილ სოცკიმ. რაც შეეხება დასაქმებულების პოზიციას, მათი აზრით, ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის კომუინიკაციის გაძლიერება, მნიშვნელოვანი საკითხების ერთობლივად გადაწყვეტა და ორივე მხარისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია როგორც საწარმოსთვის, ისე თითოეული დასაქმებულისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42