წალკის მუნიციპალიტეტში ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე მომხდარ ფიზიკურ ძალადობას ეხმაურებიან პოლიტიკოსები.
ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ გმობს წალკაში, სოფელ წინწყაროში, ადგილობრივების პრობლემების გასაშუქებლად ჩასული ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტზე ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეზე, გამგებლის ბიძის, გოჩა აფრასიძის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას.
„რამდენიმე თვის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტებსა და ოპერატორს. ასევე, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია "მთავარის" ჟურნალისტს. ამავე ტელეკომპანიის კორესპოდენტს დაემუქრა და აშანტაჟებდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი.
არსებული ტენდენცია, რაზეც საუბარია საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც, და საგამოძიებო უწყებების გულგრილობა, გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედებები ხელისუფლების მხრიდანაა წახალისებული.
მოვითხოვთ, სასწრაფოდ აღსრულდეს კანონი თავდამსხმელების მიმართ და დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა.
დემოკრატიულ სახელმწიფოში მიუღებელია მედიაზე თავდასხმა. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი საქმინობის თავისუფალდა უსაფრთხო გარემოში განხორციელების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ მათ შეძლონ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება“ - ნათქვამია ოპოზიციური პოლიტიკური კოალიციის გამნცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები