ჟვანიას გადადგომა მხოლოდ კონსტრუქციულობის თამაშია საერთაშორისო პარტნიორების დასანახად - ჯაფარიძე
პოლიტიკა - 17:57, 30 Jun, 2021     744

თამარ ჟვანიას გადადგომას "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ჯაფარიძე წერს, ოცნება მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ ამ შეთანხმების ჩაშლას ცდილობს. მისი შეფასებით, ამ კონტექსტში ჟვანიას გადადგომა მხოლოდ კონსტრუქციულობის თამაშია საერთაშორისო პარტნიორების დასანახად:

"ჩემი აზრით მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ოცნება მუდმივ რეჟიმში ცდილობს ამ შეთანხმების იმდაგვარად გაღუნვას რომ მას აზრი დაუკარგოს. ამის ნაწილია ამნისტიის ისეთი ინტერპრეტირება თითქოს ეს პუნქტი იქ იმისთვის ჩაიდო, რომ 20 ივნისის მოძალადეები არ დასჯილიყვნენ.

ამის ნაწილია ის რომ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ შორის დაკავშირებული საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან, ჯერ დაძრულიც არ არის და ჯერ კიდევ არ ვიცით იქ რა სახის ინტერპრეტაციებს ვნახავთ დოკუმენტით გაწერილი ტექსტის.

ამის ნაწილია ის რაც ხდება სასამართლო სისტემაში, სადაც ოცნებამ სრულად ფეხებზე დაიკიდა როგორც მიშელის ტექსტი, ისე აშშ-ს საელჩოს მიერ ამ ტექსტის მარკერით გაყვითლება, და ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს სისტემაში კლანის ფესვების გრძელვადიან ჩაბეტონებას.

საბოლოო ჯამში ოცნება ცდილობს იქამდე მიიყვანოს საქმე, რომ ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა თქვან - მიშელის შეთანხმება ჩაიშალა. ეს მისცემს ოცნებას შესაძლებლობას უარი თქვას 43%-იან დათქმაზე, თავიდან აიცილოს შესაძლო ხელახალი არჩევნები და ხელი "შეთანხმებიდან გასულ" ოპოზიციას შეაწმინდოს. ერთი შეხედვით სწორედ ეს არის მათი მიზანი.

ამ კონტექსტში ჟვანიას გადადგომა მხოლოდ კონსტრუქციულობის თამაშია საერთაშორისო პარტნიორების დასანახად - ყველა მნიშვნელოვანი თემის გაჭედვის ფონზე, უმნიშვნელო დათმობა" - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42