"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თამარ ჟვანიას ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას სოფიალური ქსელის საშუალებით ეხმაურება და წერს, რომ მან 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები სუფთად ჩაატარა, მედიას, ენჯეობესა და პარტიებს კი არ ეყოთ კაცური ღირსება და ქალური სოლიდარობა, რომ მისთვის ბოდიში მოეხადათ იმ ბრალდებებზე, რომელიც მის მიმართ ჟღერდებოდა:.
"ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები.
- გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი);
- გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა;
- გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება;
- გაუყალბეს არჩევნების გაყალბება...
ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება - რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ. თუმცა, არც ერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა", - წერს ირაკლი კობახიძე.
მასალის გამოყენების პირობები