იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების კომპეტენციას საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
პოლიტიკა - 16:42, 30 Jun, 2021     643

საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტს, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლებას აძლევს, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელოს პარლამენტის მიერ 10 წლის ვადით დანიშნულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს. საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ირჩევს საქართველოს პარლამენტი. იმისათვის, რომ მოქალაქემ უზენაეს სასამართლოში განახორციელოს მართლმსაჯულება, ამისათვის, კონსტიტუციის მიხედვით, მას უნდა ჰქონდეს პარლამენტის მხრიდან ლეგიტიმაცია. როდესაც იწურება 10 წლიანი ვადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კარგავს საპარლამენტო ლეგიტიმაციას, შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელება, არ მოდის შესაბამისობაში კონსტიტუციის მოთხოვნებთან.

საია საკონსტიტუციო სასამართლოში იცავს ორი მსჯავრდებულის ინტერესებს. ორივე მათგანის საქმე 2019 წლის 5 აპრილს განიხილა სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა მოსამართლე პაატა სილაგაძე. პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პარლამენტმა დანიშნა 2008 წლის 23 ოქტომბერს 10 წლის ვადით. პაატა სილაგაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 2018 წლის 23 ოქტომბერს. ამის მიუხედავად, პაატა სილაგაძეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის 8 ოქტომბერს გაუგრძელა უფლებამოსილების ვადა. პაატა სილაგაძე უზენაეს სასამართლოში მოსამართლის მოვალეობას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ასრულებდა, 2018 წლის 23 ოქტომბრიდან 2019 წლის 3 ივნისამდე. სწორედ ამ პერიოდში განიხილა პაატა სილაგაძის პალატამ იმ პირთა საქმეები, რომელთა ინტერესებსაც საია საკონსტიტუციო სასამართლოში დაიცავს.

პაატა სილაგაძის შემთხვევა არ არის გამონაკლისი. მის მსგავსად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭომ უფლებამოსილება გაუგრძელა მოსამართლე გიორგი შავლიაშვილსაც. ამ უკანასკნელს პარლამენტის მიერ მინიჭებული 10 წლიანი მანდატი ამოეწურა 2020 წლის 18 ივნისს. ამის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღემდე აგრძელებს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის მოვალეობის შესრულებას.[1] პალატის მიერ საქმის განსახილველად, აუცილებელია 3 მოსამართლის არსებობა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გიორგი შავლიაშვილის გარდა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის შემადგენლობაში შედის კიდევ ოთხი მოსამართლე. შესაბამისად, შეუძლებელია ამ შემთხვევაში, უფლებამოსილების ვადის გაგრძელების მიზეზი პალატაში კვორუმის შენარჩუნება ყოფილიყო.

საია თვლის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება ვადა გაუგრძელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას და კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვითაც, საქმე უნდა განიხილოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება კონკრეტული საქმე. ." - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42