ცესკო-ს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, მის მოვალეობას თამარ ჟვანიას მოადგილე გიორგი შარაბიძე შეასრულებს:
„დღეს თამარ ჟვანიამ მოიწვია ყველა თანამრომელი. თანამშრომლებს გაუზიარა თავისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, ზუსტად ერთი კვირის წინ, როდესაც ის იმყოფებოდა საკანონმდებლო ორგანოში, ხაზი გაუსვა იმას, რომ ის არის ადგილზე, დაელოდება ახალ საკანონმდებლო სიახლეებს. გუშინ შევიდა განახლებული „საარჩევნო კოდექსი“ ძალაში, აქედან გამომდინარე, კომპოზიციურად არჩევის წესი იცვლება, 2/3 სჭირდება ახალ თავმჯდომარეს იმისთვის, რომ ის იქნას არჩეული. ჩვენ ველოდებით ახალ თავმჯდომარეს და ასევე, შემომატებულ კომისიის წევრებს. თავმჯდომარის მოვალეობას კი შეასრულებს თამარ ჟვანიას მოადგილე და გიორგი შარაბიძე ახალი თავმჯდომარის დანიშვნამდე,“- განაცხადა ნათია იოსელიანმა.
მასალის გამოყენების პირობები