თამარ ჟვანიას გადადგომის შემდეგ ცესკო-ში სპეციალური განცხადება გაკეთდა, რომელიც სპიკერმა ნათია იოსელიანმა გააჟღერა.
იოსელიანმა მადლობა გადაუხადა ჟვანიას 8 წლის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომისთვისა და ბოლო დროს გადატანილი სტრესისთვის. მისი განცხადებით, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე და კომისიის წევრები საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად აირჩევიან:
„როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონმა თამარმა საკუთარ „ფეისბუკის“ გვერდზე ატვირთა გადადგომის შესახებ განცხადება. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, საარჩევნო ადმინისტრაცია ქალბატონ თამარს უხდის მადლობას იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც მან გასწია ამ 8 წლის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში იყო არა ერთი სირთულე და გამოწვევა, რომელიც შევძელით და გადავლახეთ. მადლობა მინდა გადავუხადო იმ გამძლეობისთვის და თმენისთვის, რაც მან ბოლო თვეების განმავლობაში გადაიტანა.
როგორც უკვე იცით, ის უბრუნდება საერთაშორისო პოზიციას და აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციაში. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, ის არის ძალიან მძლავრი, ძლიერი და გამართული ინსტიტუცია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. განახლებული საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად აირჩევა ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე. ჩვენ ველოდებით მას, ველოდებით კომისიის ახალ წევრებს, რომ შემოდგომაზე შევძლოთ და ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები საქართველოში“, - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.
მასალის გამოყენების პირობები